ხვიჩა კვარაცხელია: საქართველოს გზა ევროპაშია.. ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს“

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„საქართველოს გზა ევროპაშია. ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს“, – წერს ხვიჩა კვარაცხელია და საქარტველოსა და ევროკავშირის ერთობლივ დროშას აქვეყნებს.