ჯივიპი • რუსთავი “წყლის ხარისხის” მსგავსად მუშაობს

რუსთავში წყლის პრობლემების მინიმუმამდე დასაყვანად “ჯორჯია უოთერ ენდ პაუერს” გასულ 2023 წელს 30-ი მილიონი ლარი უნდა დაეხარჯა.
თუმცა, ქალაქში არსებული რეალობას და წყალსადენების ყოველდღიურ დაზიანებებს პრობლემის შემცირებასთან კავშირი არ აქვს.
ჩერკასის, მესხიშვილის, ფალიაშვილის, მეგობრობისა და ახმეტელის ქუჩაზე წყალსადენის ქსელის დაზიანების გამო წყალმომარაგება დღეს შეზღუდულია
ჯივიპის საიტზე მითითებული ჰქონდათ, რომ წყლის მიწოდება მეგობრობაზე 3 საათზე აღდგებოდა, თუმცა ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ აღნიშნულ ქუჩაზე წყალი 8 საათზე მოვიდოდა.
საიტზე ინფორმაცია ჩვენი ზარის შემდეგ განაახლეს,რაც გვაფიქრებინებს იმას რომ კომპანია “ჯი ვი პი რუსთავი” რუსთაველებს ინფორმაციას წყლის მსგავსად აწვდის.