21 აპრილს ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი ,,ქართული” გაიხსნება

21 აპრილს ქორეოგრაფიული კონკურს- ფესტივალი , ,,ქართული” გაიხსნება.

ქართული ხალხური ცეკვის კონკურს-ფესტივალი ,,ქართული” წელს პირველად იმართება.

ფესტივალი ამ ეტაპზე რეგიონულ ფორმარტში მოეწყობა და მასში მონაწილეობას ქვემო ქართლში მოქმედი ანსამბლები იღებენ.

კონკურს-ფესტივალში, 24 ანსამბლის 1500 – მდე მოცეკვავე მონაწილეობს.

გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში, სპეციალურად მოწვეული ჟიური შეარჩევს.

გამარჯვებულ ჯგუფს, გარდამავალი გრან პრი გადაეცემა.

ექსკლუზიურად დამზადდა ფესტივალის ლოგო, რომელზეც რუსთაველმა კალიგრაფმა ნიკა ღუნაშვილმა იმუშავა. ექსკლუზიურია მუსიკაც, რომელიც სპეციალურად ამ ფესტივალისთვის, კომპოზიტორმა დავით
მალაზონიამ შექმნა და რომელსაც ეთნო ჯაზ ბენდი ,,ირიაო” ასრულებს.

ფესტივალის საკონკურსო ნაწილი, 21 აპრილს 20.00. საათზე დაიწყება.

21 აპრილს მაყურებლის წინაშე საფესტივალო და საკონკურსო ჩვენებით წარდგებიან ანსამბლები:
„იამბიკო“
„ხალიბი“
„სალხინო“
„მარაბდა“
„თამარიონი“
„მწვერვალი“

 

რუსთავის პირველი ქორეოგრაფიული ფესტივალის სკონკურსო ნაწილი, 25 აპრილს გალა კონცერტით დაიხურება.

საფესტივალო სივრცე, კი რომელიც რუსთავის ცენტრალურ პარკში, ტბის ნაპირზეა მოწყობილი, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ეთნოგრაფიულ კუთხეებს, 27 აპრილამდე უმასპინძლებს.

ფესტივალის თითო დღე, ქვრმო ქართლის თითო მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ღირსშესანიშნაობებს დაეთმობა.