,,საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურების პროგრამა” რუსთავშიც ხორციელდება

ევროპის რეკონსტრუაციის ბანკი, რუსთავის მერიასთან ერთად, პროგრამის- ,,საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, რუსთავში პროექტს ახორციელებს.

პროექტი, EY საქართველოს დახმარებით ხორციელდება და მისი მიზანი, საქართველოს მუნიციპალურ სატრანსპორტო სექტორში, თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და ინკლუზიური სატრანსპორტო მომსახურების ხელშეწყობაა.

პროექტის პრეზენტაცია, რუსთავის მუნიციპალურ ავტოტრანსპორტის საწარმოში გაიმართა

პრეზენტაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, ნინო ლაცაბიძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი, ალკის დრაკინოსი, რუსთავის ავტოტრანსპორტის საწარმოს ხელმძღვანელი, ჯურხა ბენდელიანი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრები დაესწრნენ.

პროექტის ფარგლებში, რუსთავის ავტოტრანსპორტის საწარმო, ქალების ავტობუსების მძღოლებად გადამზადების მოკლევადიან კურსებზე მიღებას გამოაცხადებს.

სასწავლო კურსი, ნებისმიერ დაინტერესებულ რუსთაველ ქალბატონს შეუძლია გაიაროს და შედეგად D კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიიღოს.

კურსის დასრულების შემდეგ, პროექტში ჩართულ ქალბატონებს, საშუალება ექნებათ, ავტობუსის მძღოლის D კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზეც გავიდნენ და მართვის მოწმობა აიღონ. ახალი პროფესიის დაუფლების შემდეგ, პროექტში ჩართულ ქალბატონებს, სატრანსპორტო სფეროში დასაქმების შესაძლებლობა გაუჩნდებათ.