ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალის ,,ქართული” მეორე საკონკურსო დღეს
ანსამბლი „სვანთა“
„კრწანისი“
„ოტობაია“ და
„საჯეირნო“ წარსდგნენ.
23 აპრილს კი მაყურებლის წინაშე საფესტივალო და საკონკურსო ჩვენებით
„კეღოშვილები“
„მართვე“
„გორგასალი“ და
„დმანისი“ ანსამბლები წარსდგებიან.
საფესტივალო ნომრები 19:00 საათიდან დაიწყება, ხოლო 20:00 საათიდან კი რუსთაველ მაყურებელ საკონკურსო ნომრების ხილვა შეეძლება.
შეგახსენებთ ფესტივალი ამ ეტაპზე რეგიონულ ფორმატში ტარდება და მასში მონაწილეობას ქვემო ქართლში მოქმედი ანსამბლები იღებენ.
,,ქართულის” საკონკურსო ნაწილი, 25 აპრილს გალა კონცერტით დაიხურება, საფესტივალო დღეები, კი 27 აპრილამდე გაგრძელდება.









