30 აპრილს,ქვემო ქართლის რეგიონში მათ შორის რუსთავშიც ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აპრილს 11:00-დან
19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
თბილისის მუნიციპალიტეტში დიდ ლილოში, პატარა ლილოში, ზემო და ქვემო
ქვიშიანში, ვარკეთილის მეურნეობასა და მიმდებარე სოფლებში;

12:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ნახიდური,
ფოლადაური, ხიდისყური, ჭაპალა და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ფიროსმანის, დუმბაძის, გომელაურის,
მშენებელთა, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე;

13:50-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში განთიადი, დიდი დმანისი,
მაშავერა, ბოსლები და მიმდებარე სოფლებში;

15:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში გამარჯვება, ახალი სამგორი და
მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.