5 აპრილს,ქვემო ქართლის რეგიონში,მათ შორის რუსთავშიც ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 აპრილს 11:00-დან
15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
რუსთავში მე-7, მე-8, მე-20, 21-ე და მიმდებარე მიკრორაიონებში აგრეთვე
შარტავას, კიროვაკანის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში შაუმიანი, ხიხანი,
მარნეული/ხიხანი, შულავერი, ღვინის ქარხანა, ქვემო სარალი და მიმდებარე
სოფლებში;

12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში
აშკალა, გუმბათი, არწივანი, კოხტა და მიმდებარე სოფლებში;

12:45-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კალინინო, თაზაქენდი,
ბირლიკი და მიმდებარე სოფლებში;

15:40-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, სართიჭალა, ვაზიანი, დიდი ლილო,
გამარჯვება და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.