იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა თითქმის 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხმაურის ფონზე ჩატარდა.
კანონპროექტი საზოგადოებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ წარუდგინა, სხდომიდან სხვადასხვა დროს, ხმაურის და დაუმორჩილებლობის გამო თავმჯდომარემ გააძევა ოპოზიციონერი დეპუტატები. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სხდომას არ ესწრებოდნენ ონლაინ-მედიის და რადიოს ჟურნალისტები.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
როგორი იქნება პროცედურები “რუსული კანონის” განხილვისას, 11:45 საათზე ბიუროს სხდომის შემდეგ გაირკვევა.