საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგური,სოფელ ლემშვენიერაში გაიხსნა

საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგური გაიხსნა.

ელექტროსადგურის გახსნის ღონისძიება  აგრო იმპექსის საირიგაციო წყალსაცავზე, სოფელ ლემშვენიერაში გაიმართა.

ქარხანა ყოველწლიურად 300 000 კვტ/სთ-ს ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომელიც მიმდებარე ხეხილის ბაღების სარწყავ სისტემას მოხმარდება.

პროექტი USAID-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.