ტორნადოსა და წყალდიდობის შედეგად ჩინეთში მინიმუმ ხუთი ადამიანი დაიღუპა 33 კი დაშავდა. ქარბორბალამ სამხრეთ ჩინეთში მდებარე 19 მილიონიან ქალაქ გუანჯოუს შაბათს დაარტყა, – ამის შესახებ CNN-ი წერს.
ხელისუფლება აცხადებს, რომ შემთხვევის შედეგად 141 ქარხნის შენობა დაზიანდა, მაგრამ არცერთი საცხოვრებელი სახლი არ დანგრეულა. ადგილობრივი მედიის ცნობით ტორნადო ინტენსივობით 5 ბალიანი სკალით მესამე დონეზეა.
ადგილობრივი დროით, საღამოს 10 საათის მდგომარეობით სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა.
ტორნადოს წინ უძღოდა რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმა, რომელმაც სამხრეთ ჩინეთი მოიცვა და წყალდიდობები გამოიწვია.