ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი რუსთავშიც მიმდიანრეობს

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის და გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება:
2024 წლიდან ავტომობილებისთვის ამოქმედდა ემისიის ევრო 5 სტანდარტი – ქვეყანაში ვერ რეგისტრირდება მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ სტანდარტს. მომავალი წლიდან რეგულაცია გავრცელდება სატვირთო მანქანებზე და ავტობუსებზე.
ქვეყანაში უკვე 7 წელია მოიხმარება ევრო 5 სტანდარტის ბენზინი, 2023 წლიდან დიზელზეც ევრო 5-ს სტანდარტი ამოქმედდა.
ავტომობილების ხილული გამონაბოლქვის გზაზე კონტროლი 4 ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში მიმდინარეობს.
ყოველწლიურად ფართოვდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი. ამ ეტაპისთვის ქვეყნის მასშტაბით 18 ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური ფუნქციონირებს. 2026 წლამდე სადგურების რაოდენობის 27-მდე გაიზრდება და საქართველოს ექნება სრულად ევროპული სტანდარტების შესაბამისი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა.