გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა საკრებულოს თავმჯდომარე, მიხეილ გედეხაურთან, მოადგილე ზაზა ონიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ გარდაბანში, ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში შეიცვლება სახურავი, კარ-ფანჯარა, მოწესრიგდება შიდა სივრცეები. სამუშაოები საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით ხორციელდება და შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
შენობის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყო, სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ოქტომბრის თვეში დასრულდება.
პროექტების ჯამური ღირებულება 200 000 ლარს აღემატება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.