გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, მოადგილეებმა ფუად მირზოევმა, ლევან ხმალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა, პირველმა მოადგილემ სამირ ხიალოვმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.
დამატებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 500 ლარს და სასურსათო ნობათს გადასცემს.