გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი გიორგი მოსიაშვილი საკუთარ სახლში დააკავეს

გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი და გირჩი TV-ის თანამშრომელი გიორგი მოსიაშვილი საკუთარ სახლში დააკავეს. როგორც ცნობილია თბილისის კრიმინალურმა პოლიციამ რუსთავიდან თბილისში გადაიყვანა.
გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე წერს, ცნობილია მხოლოდ ის, რომ გუშინ სამთავრობო მედიებმა მოსიაშვილს 2-3 წლის წინანდელი ფაბრიკაცია გაუვრცელეს.
“არ ვიცით რას ედავებიან ერთადერთი, რაც ვიცით ისაა, რომ გუშინ იმედმა და POSTV-მ გაუვრცელეს 2 თუ 3 წლის წინანდელი, შემოგზავნილი სუსელის მიერ ჩაწერილი საუბრის ფაბრიკაცია/კომპილაცია”, – წერს ჯაფარიძე.