ეროვნული ბანკის პირველი საკოლექციო ბანკნოტის დიზაინის კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პირველი საკოლექციო 50 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის ესკიზების კონკურსში კომპანია Koenig & Bauer Banknote Solutions-ის მიერ წარმოდგენილი ესკიზი შეირჩა:
“ბანკნოტის დიზაინი განსხვავდება ტრადიციული ჰორიზონტალური დიზაინისგან, მოიცავს ვერტიკალურ განლაგებას და სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს წინსვლას მდგრადობისა და პროგრესისკენ. ნათელი ფერები კი მეტაფორულად ერის კულტურულ მრავალფეროვნებას წარმოაჩენს.
ესკიზის ერთი მხარე ასახავს საქართველოს თანამედროვეობას, სიმბოლურად ამჟამინდელ მიღწევებს, ხოლო უკანა მხარე – ერის მდიდარ ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას.
სებ-ის მიერ პირველი საკოლექციო დანიშნულების 50 ლარის ნომინალის ბანკნოტის გამოშვება ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილეს ეძღვნება, რომელიც 2025 წელს აღინიშნება.”