ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 48 700 000 აშშ დოლარი გაყიდა

ლარის კურსის სტაბილიზაციისთვი დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 60 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, საიდანაც, საბოლოოდ, 48 700 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829  შეადგინა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონი 16 მაისსაც გამართა და მაშინ მან ბაზარს 60 მლნ აშშ დოლარი მიაწოდა.