თბილისში,მამაკაცმა უმისამართო სროლა დაიწყო – დაჭრილია ერთი ადამიანი

თბილისში,ბამბის რიგის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცმა, დედაქალაქის ცენტრში უმისამართო სროლა დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

როგორც ცნობილია მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ის ერთ-ერთი ობიექტის თანამშრომელს დაუპირისპირდა, რის შემდეგაც მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღით უმისამართოდ ისროლა, ტყვია კი გამვლელს მოხვდა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.

ახალგაზრდა კაცი სამართალდამცავებმა დააკავეს,მომხდარზე დაწყებულია გამოძიება/