თბილისში,მდინარე ვერე ადიდდა

უხვი ნალექის შედეგად თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე მდინარე ვერე ადიდდა და ერთი ავტომობილი წაიღო.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფრმაციით, მანქანიდან მოქალაქე მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს.

 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ამასთან, metero.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ჰიდროლოგიური მონაცემების თანახმად, მდინარე ვერეზე წყლის დონე სასიგნალო და საშიშ ნიშნულზე მაღალია. დღევანდელი, ანუ 26 მაისის მონაცემებით, წყლის დონე ვერეზე 273 სანტიმეტრს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სასიგნალო დონე 210 სანტიმეტრია, ხოლო საშიში — 260.