თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

თბილისში – ღამით, შეშელიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა მოტოციკლეტს შეეჯახა. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს