ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის თასი მოიგო
ავსტრიის თასის ფინალში „შტურმმა“ „რაპიდი“ 2:1 დაამარცხა და მეექვსედ მოიპოვა ტიტული. მატჩში პირველი ტაიმის ბოლოს ვენელები ზაიდლმა დააწინაურა.
შესვენების შემდეგ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კვერფელდმა საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა.
81-ე წუთზე კი ოთარ კიტეიშვილმა საგოლე პასი ჰორვატს ჩააწოდა.
ჰორვარტმა კი გამარჯვების გოლი გაიტანა.