გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, გრანტ შაპსი პუტინს საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერების მცდელობაში ადანაშაულებს. მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთი საქართველოს შიდა საქმეებში რუსეთი ისევე ერევა, როგორც ეს უკრაინაში გააკეთა.
შაპსი რუსეთის ამგვარ დამოკიდებულებას გმობს და ხალხს მოუწოდებს პუტინის ამგვარ დამოკიდებულებას წინააღმდეგობა გაუწიონ.
ეს, მათთვის, ვინც მოვლენებს თვალყურს არ ადევნებდა, საქართველოში რუსეთის ჩარევაა, ისევე, როგორც გვინახავს რუსეთის ჩარევა უკრაინაში, თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო აგრესიული.
პუტინს არ შეუძლია, არ ჩაერიოს, ზოგჯერ სამხედრო გზით, ზოგჯერ გავლენის გამოყენებით, სხვა ქვეყნებში იმგვარად, რომ ეს სამყაროსთვის კარგი არ არის, კარგი არ არის თავისუფლებისთვის ან დემოკრატიისთვის.
ამიტომ, ჩვენ ვგმობთ ამ [რუსულ] გავლენას და ძალიანაც ვახალისებთ ხალხს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთიდან წამოსულ ამ გავლენას. მგონია, რომ ასე უნდა მოიქცნენ […] პუტინმა აჩვენა, ყოველ შემთხვევაში, საქართველოში მაინც, რომ იგი სასიკეთო რამ არ არის მსოფლიოსთვის და მისი მეზობლებისთვის, – წერს შაპსი.