რუსთავის ახალგაზრდული გუნდის „თუთარჩელა“ მორიგი წარმატება

გრანპრი, 2 ოქრო, 3 ვერცხლი, საუკეთესო რეპერტუარი და საუკეთესო სოლისტი.
რუსთავულმა ახალგაზრდულმა გუნდმა „თუთარჩელამ“ საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ქვეყანა და ქალაქი კიდევ ერთხელ ასახელა

თუთარჩელამ საერთაშორისო საგუნდო მუსიკის კონკურს-ფესტივალზე „ჰარმონია“ მიიღო მონაწილეობა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის 150 გუნდი მონაწილეობდა.