რუსთავში, კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულების ფაზაშია.
სრულად განახლდა ცურტაველის სახელობის მოედნიდან ცენტრალურ პარკამდე არსებული 13 000კვ/მ ფართობის ტერიტორია, რომელიც ქალაქის შუაგამყოფ ხიდსაც მოიცავს.
მოწყობილია, ქვაფენილის ტროტუარები, ველო ბილიკები, დეკორატიილი განათება და დასასვენებელი სივრცეები.
დარგულია 1426 ძირი ბუჩქოვანი ხე-მცენარე, ტექნიკური წყლით მომარაგდება სარწყავი სისტემა, დამონტაჟდა ახალი სანიაღვრე ქსელიც.
პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 787 438 ლარია.