საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ასმეექვსე წლისთავისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან რუსთავში

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ასმეექვსე წლისთავისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან რუსთავში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, წლევანდელი 26 მაისი, რუსთავში ღონისძიებების მრავალფეროვნებით იქნება გამორჩეული.

უკვე მეორე წელია, რუსთაველები მთავარ სახელმწიფო დღესასწაულს დამოუკიდებლობის სახელობის სკვერში აღნიშნავენ. სწორედ აქ გაიმართება 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები წელსაც.

დილიდან იქნება გამოფენილი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკა, საქართველოს და რუსთავის ისტორიის ამახველი პავილიონები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

დღის 2 საათიდან 26, მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კოსტუმირებული მსვლელობით გაიხსნება.

მთელი დღის განმავლობაში, დამოუკიდებლბის სკვერი სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობებით იქნება დატვირთული.

ღონისძიებების ფარგლებში, მოეწყობა თემატური საგამოფენო სივრცეები, რომლებიც რუსთავის ისტორიასა და თანამედროვეობის მნიშვნელოვან მოვლენებს, საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, აკაკი ჩხენკელის 150 წლის იუბილესა და ქართული დიპლომატიის ისტორიას მიეძღვნება. ცალკე საგამოფენო სივრცე – „საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა“ კი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგიას ასახავს.

ზუსტად ექვსის 10 წუთზე, რუსთავში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, აკაპელაში შესრულდება საქართველოს ჰიმნი, რომელსაც ანსამბლი ,,თუთარჩელა“ შეასრულებს, რის შედეგაც, 26 მაისის სცენას ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები დაიკავებენ.

საღამოს 8 საათიდან კი, 26 მაისის სცენას ჯგუფი გუფი ლენდი დაიკავებს.

ცურტაველის მოედანი

09:00.- სამხედრო ტექნიკა გამოფენილია პავილიონები მოწყობილია

14:00-14:30 – კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა

14:00-18:00 – სამხედრო ტექნიკის გამოფენა

14:00-17:10 – შემოქმედებითი სივრცე: სახის მოხატვა, თაბაშირის ფიგურების მოხატვა,ქართული მოზაიკის შესწავლა, ყვავილების გვირგვინების დამზადება, კალიგრაფიული ბარათების შექმნა, ილუზიონისტის წარმოდგენა, სპორტული შეჯიბრებები

14:00-19:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

16:30-17:10 – კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა

 

17:10 – ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

ფოლკლორული ანსამბლი „თუთარჩელა“

17:30-20:30 – ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი

20:30-21:00 – დრამერების ჯგუფი “არტ ლაიფი”

21:00-22:00 – ბენდი „გუფი ლენდი“.

#26მაისი #ესდღეჩვენია