ქალაქ გარდაბანში ლელაშხას დასახლებაში ფეინთბოლის ჩემპიონატი ჩატარდა

ქალაქ გარდაბანში ლელაშხას დასახლებაში ფეინთბოლის ჩემპიონატი ჩატარდა.

ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, გარდაბნელი ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა საკუთარი ძალები სპორტის ექსტრემალურ სახეობა „ფეინთბოლში“ მოსინჯეს, ჯამში 14-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, პირველი ადგილი გუნდმა „თხეეროლ“ დაიკავა, მეორეზე „team 1” გავიდა, ხოლო მესამე ადგილი გუნდმა „ლელაშხა“ დაიკავა.

გამარჯვებულები თასებით დაჯილდოვდნენ.