წმინდა ცეცხლს საქართველოში 23:40 საათზე ჩამოიტანენ

წმინდა ცეცხლის ჩამოტანა იერუსალიმიდან საქართველოში, ტრადიციულად, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ რეისით მოხდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია ავრცელებს.

 

მათივე თქმით, წმინდა ცეცხლს „ჯორჯიან ეარვეისის” რეგულარული რეისით დღეს ჩამოიტანენ.

 

„ჯორჯიან ეარვეისის“ ბორტი თელ-ავივის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 20:10 საათზე გამოფრინდება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დროით 23:40 საათზე დაეშვება“, – აცხადებენ კომპანიაში.