ალექსანდრე დარახველიძის თქმით აქციაზე 7 პოლიციელი დაშავდა,მათ შორის ერთ-ერთს ოპერაციას დასჭირდა

შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 7 პოლიციიელი დაშავდა, ერთს ოპერაცია დასჭირდა.

 

მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამტკიცებს, რომ უწყებას რეზინის ტყვიები არ გამოიყენებია.

 

მისივე თქმით, სამართალდამცველები იყენებენ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და წიწაკის სპრეის.

 

პარლამენთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების თქმით, მათ წინააღმდეგ სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. მათ სავარაუდოდ, რეზინის ტყვიის კვალი სხეულზე ეტყობათ