ანა დურგლიშვილმა პროექტში „სული ლექსით გვიდგას“ მესამე ადგილი დაიკავა

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის სახვითი განყოფილების მოსწავლემ ანა დურგლიშვილმა პროექტში „სული ლექსით გვიდგას“ მესამე ადგილი დაიკავა.
პროექტი, სადაც კონკურსანტები ლექსის შინაარს ტილოზე ასახავენ, რუსთავში 2011 წლიდან ხორციელდება. წლევანდელი საკონკურსო ნაწილისთვის პოეტის ჯიმშერ ბედიანაშვილის ლექსი “ამ სიყვარულის რომ არა მწამდეს” შეირჩა.