ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე და დასრულებული სამელიორაციო პროექტები მოინახულა.
ვიზიტის ფარგლებში, ტბის წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით განხორციელებული სამელიორაციო სამუშაოები რწმუნებულმა და მინისტრმა, მერთან, დავით კარგარეთელთან ერთად, მოინახულეს.
აღსანიშნავია,რომ ახალი კუმისის ტერიტორიაზე, განხორციელდა არხების გაწმენდის სამუშაოები, რის შედეგადაც წყლის ის რაოდენობა, რომელიც მოედინებოდა და იკარგებოდა გრუნტში, ახლა პირდაპირ ჩაედინება ტბაში. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ტბაში წყლის დონემ მოიმატა, რაც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.