თავრიზში პრეზიდენტ რაისის ემშვიდობებიან

ირანში, ქალაქ თავრიზში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს ემშვიდობებიან. სამგლოვიარო ცერემონია ქალაქ თავრიზში მიმდინარეობს, სადაც პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ხსოვნას ათასობით ადამიანი აგებს პატივს.

ხვალ სამგლოვიარო ცერემონია დედაქალაქ თეირანში გაიმართება. 23 მაისს კი პრეზიდენტის ცხედარს მის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში გადაასვენებენ, სადაც დაკრძალავენ.

ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლახიანი იმყოფებოდნენ 19 მაისს ჩამოვარდა, როცა ირანის დელეგაცია აზერბაიჯანიდან ბრუნდებოდა. ჩამოვარდნილი ვერტმფრენი 20 მაისის დილას აღმოაჩინეს. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.