მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

2019 წელს მთავრობის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტმა 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ, იმედის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს იკურთხა მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარიც

12 მაისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. სწორედ მის სახელს უკავშირებენ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებას.

მართლმადიდებლური ეკლესია კი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს წელიწადში 2-ჯერ – 12 მაისს და 13 დეკემბერს აღნიშნავს.