მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული დაჯგუფების Anonymous საქართველოში თბილისში შეჯრებილ დემონსტრანტებს მხარდაჭერას უცხადებს.
საქართველო არასდროს იქნება რუსეთი, გველოდეთ – წერია განცხადებაში.
“მივმართავთ საქართველოში აქციის მონაწილეებს, ჩვენ შევისმინეთ თქვენი თხოვნა დახმარების თაობაზე. გადით ქუჩებში, თქვენ მარტო არ ხართ. anonymous-ის წევრები თქვენს გვერდით ვდგავართ და დაგეხმარებით დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. მივმართავთ საქართველოს პოლიციას: აქციის მონაწილეებზე თავდასხმას მოჰყვება თქვენი მთავრობის ყველა წარმომადგენლების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ჩვენ ხელში ჩავიგდებთ თქვენს მონაცემთა ბაზებს და იმეილის pool-ებს და მათ ინტერნეტში გავავრცელებთ. ეს თქვენი პირველი და უკანასკნელი გაფრთხილებაა. მივმართავთ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ოცნების პარტიას: გახსოვდეთ, რომ საქართველო არ არის და არასდროს იქნება რუსეთი. გველოდეთ”. – წერს Anonymous-ი.