რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბერიძე უძღვებოდა.
ცვლილება შევიდა რუსთავის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში. გაზრდილი ბიუჯეტი სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და სხვა პროგრამებში გადანაწლიდა. შედეგად, საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობებს, კაპიტალურად შეკეთდება გზები და ტროტუარები, სუბსიდირდება ქალაქის სატრანსპორტო სისტემა.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების გადაწყვეტილებით, დამტკიცდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის N22 დადგენილება, რის საფუძველზეც მერიის არქიტექტურის სამსახურში შეიქმნა ახალი სახელწოდების, იურიდიულ საკითხთა რეგულირებისა და სისტემატიზაციის განყოფილება და შესაბამისად ცვლილება შევიდა განყოფილების ფუნქცია-მოვალეობაში.
დამტკიცდა ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე მშენებლობის მიზნით, რამდენიმე მოქალაქის მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი.
თანხმობა მიეცა რუსთავის მუნიციპალიტეტის პირობით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებაზე შპს „რუსთავი დეველოპმენტს“.
დარღვევის გამოსწორების მიზნით, ვადა განესაზღვრა შპს „მეგა-პლაზა 2“- ს, ხოლო „რმ-კომპანიას“ თანხმობა მიეცა რუსთავის მუნიციპალიტეტის პირობით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისგან გათავისუფლებაზე.
შპს „ბიარ-ვაგენს“ იჯარით გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ხოლო ცვლილება შევიდა შპს „მაგთიკომის“ სასყიდლიანი სარგებლობის ხელშეკრულებაში.
დამტკიცდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და გეგმა.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, N21 საჯარო სკოლას მიენიჭა ნოდარ დუმბაძის სახელი.
სხდომაზე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ შავლეგო მანდარიამ, ფრაქციის ბოიკოტის რეჟემზე გადასვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით ქვეყანაში შემნილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო ფრაქციის წევრები არ დაესწრებიან საკრებულოს და კომისიების სხდომებს.