რუსთავში,მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე,ძველი შენობის ავთენტური იერსახის ახალი შენობა შენდება

რუსთავში, ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

 

გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე, ძველი შენობის ავთენტური იერსახის, 600 კვადრატული მეტრი ფართობის სამსართულინი ახალი შენობა შენდება.

 

პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურაბ ტაბაღუასთან ერთად ადგილზე გაეცნო.

 

ახალი სასახლის შინაარსობრივ კონცეფციაზე, უკვე მუშაობს რუსთავის მერიის სერვისების და რეფორმების ჯგუფი. ტრადიციულ სასწავლო დისციპლინებს, რაც მოსწავლე-ახალგაზრდობის ძველ სასახლეში ისწავლებოდა, ახალი მიმართულებები დაემატება და რუსთაველ ახალგაზრდებს, მათ ინტერესებზე მორგებული, კიდევ ერთი საგანმანათლებლო ცენტრი ექნებათ.

 

პროექტის ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობაში მოეწყობა მეტალოპლასტმასის ფანჯრები და ვიტრაჟები, სასმელი წყლის, გათბობისა და ელექტროგაყვანილობის ქსელი, ჩატარდება შიდა ინტერიერის სარემონტო სამუშაოები. შენობის ფასადზე დამონტაჟდება დეკორატიული განათება.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მშენებლობის პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.