რუსთავში ორი ქალი მოკლეს

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ადამიანი მოკლეს. ადგილზე ამ წუთებში პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

როგორც ცნობილია ორი ქალი, ბავშვს ასეირნებდა,რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს.

მკვლელობისთვის ერთ-ერთი გარდაცვლილის (შვილის) მეუღლეა დაკავებული.

მომხდარზე გამოძიება 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.