ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების მოკლევადიანი, უფასო კურსი დაიწყო

ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების მოკლევადიანი, უფასო კურსი დაიწყო.

კურსი განკუთვნილია რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ დაეუფლონ ავტობუსის მძღოლის პროფესიას.

კურსი სრულად ფარავს მომზადების, გამოცდაზე გასვლის, მართვის მოწმობის და ტრანსპორტირების ხარჯებს.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შეეძლებათ „D“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლა და სურვილის შემთხვევაში, ავტობუსის მძღოლად დასაქმება კერძო და საჯარო სატრანსპორტო კომპანიებში.

კურსი 2024 წლის 7 ივნისს დასრულდება.