ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა – არიან დაშავებულებიც

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

დაშავებულები ამჟამად კლინიკაში არიან გადაყვანილები.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ბრიგადებია მობილიზებული.

ქობულეთის შემოვლითი გზა ამ წუთებში ორმხრივად არის გადაკეტილი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.