ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.
დაშავებულები ამჟამად კლინიკაში არიან გადაყვანილები.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ბრიგადებია მობილიზებული.
ქობულეთის შემოვლითი გზა ამ წუთებში ორმხრივად არის გადაკეტილი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.