შემოიარე საქართველო 2024 იწყება!

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, ყველაზე ახალგაზრდული, სათავგადასავლო, მხიარული და შთამბეჭდავი პროექტის – „შემოიარე საქართველოს“ 2024 წლის სეზონს გახსნილად აცხადებს!

 

პროექტი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას იმოგზაურონ ჩვენი ქვეყნის სრულიად გასაოცარ ადგილებში, გაიცნონ და დაუმეგობრდნენ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვა ახალგაზრდებს.

 

თუ ხარ გარდაბნელი, 18-დან 29 წლამდე და გიყვარს მოგზაურობა ეს პროექტი შენთვისაა! 🫵🏻

 

მთელი ზაფხულის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართება ერთი, ორ და სამ დღიანი ექსკურსია/ლაშქრობები:

 

მსურველებს, გთხოვთ შეავსოთ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა: ⤵

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdPTT0vDgPBxvOQD1n4GrI-583RDH73o7VkfNUM00fRuOLppw/viewform?usp=pp_url

 

ან დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 📩shemoiaresakartvelo@gmail.com

 

ექსკურსია – ლაშქრობა (ჯომარდობა) ფშავში (18 მაისი – 1 დღიანი ტური)

 

ექსკურსია – ლაშქრობა (ჯომარდობა) ვარძია – ბორჯომი (8-9 ივნისი – 2 დღიანი ტური)

 

ექსკურსია-ლაშქრობა ყაზბეგი-ჯუთაში (22-23 ივნისი – 2 დღიანი ტური)

 

ექსკურსია-ლაშქრობა ზემო სვანეთში (2-3-4 აგვისტო – 3 დღიანი ტური)

 

ექსკურსია-ლაშქრობა რაჭა-ლეჩხუმში (9-10-11 აგვისტო – 3 დღიანი ტური)

 

ექსკურსია-ლაშქრობა შეკვეთილი-მტირალა (23-24-25 აგვისტო – 3 დღიანი ტური)

 

📞დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

557 19 38 07 – ირაკლი ტაბატაძე

551 09 09 69 – ნათია ონიანი

 

ექსკურსია-ლაშქრობის დროს აკრძალულია:

ალკოჰოლური სასმელების, ნარკოტიკული საშუალებების (მათ შორის მარიხუანას) მოხმარება.

 

შესაძლოა მოხდეს ტურების თარიღების და მარშრუტების ცვლილება, რასთან დაკავშირებითაც წინასწარ იქნებით ინფორმირებული.