წმინდა 13 ასურელი მამის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაძრის მშენებლობა დაიწყეს

მართლმადიდებლური ეკლესია დღეს 13 ასურელი მამის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ამასთანავე, წმინდა 13 ასურელი მამის ეკლესიას დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა

დღეს სიმბოლურად 20 წლის თავზე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაძრის მშენებლობა დაიწყეს

როგორც დეკანოზი კახაბერ ტაბატაძე  აცხადებს, მშენებლობის ფარგლებში ზარზმის მსგავსი ტაძარი აშენდება

ტერიტორიაზე სადაც ტაძრის მშენებლობა იგეგმება მრევლმა სიმბოლურად, დღეს საძირკველი გაჭრა.