1 მაისს ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მაისს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ახალსოფელი, ალგეთი, ზირბითი, მანგლისი, ცხრაკუდაანი, დიდი თონეთი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა, თბილწყარო და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 11:05 საათამდე და 14:55-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში თამარისი, ნახიდური, მუხრანა, არქევანი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში აშკალა, ავრანლო, ნარდევანი, ოზნი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა, მუღანლო, სიონის უბანი, დიდი ლილო და მიმდებარე სოფელბში;

12:00-დან 18:00 საათამდე რუსთავში დავით გარეჯის, მშვიდობის, ქაშაკაშვილის, რუსთაველის, თბილისის და მიმდებარე ქუჩებზე;

16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, 26 მაისის, მუსხელიშვილის, ჭავჭავაძის, ჟორდანიას და მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.