გარდაბნის მერი მე-12 კლასელთა მიერ ორგანიზებულ ბოლო ზართან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი მოადგილე ფუად მირზოევთან ერთად ყარათაკლიას საჯარო სკოლის მე-12 კლასელთა მიერ ორგანიზებულ ბოლო ზართან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო და მათთან ერთად ყველა მეთორმეტე კლასელს სწავლის დასრულება მიულოცა.
“ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა მეთორმეტეკლასელს ვულოცავ სკოლის დამთავრებას.
თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება, ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, ცოდნისა და განვითარების ახალი პერსპექტივებით, მეტი უფლებებითა და ამავდროულად პასუხისმგებლობით საკუთარი მომავლისა და ქვეყნის წინაშე.
გისურვებთ უამრავ წარმატებას და ღირსეულ მომავალს თქვენს ახალ გზაზე, დარწმუნებული ვარ წინ ბევრად უფრო საინტერესო ცხოვრება გელით.
მადლობა თქვენს პედაგოგებსა და მშობლებს, თქვენს აღზრდაში გაწეული ღვაწლისთვის.
გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია!” – დავით კარგარეთელი