ქვემო ქართლის რეგიონში 15-ზე მეტი სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად 15-ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი, ჩანგრეულია ხიდები.

სტიქიის ზონებში სამაშველო სამსახური 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

ცნობილია,რომ გაწმენდითი სამუშაოები წყლის დონის კლების შემდეგ დაიწყება.