15 მაისს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გარდაბნის ცენტრალურ პარკში ღონისძიება გაიმართება

15 მაისს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გარდაბნის ცენტრალურ პარკში ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების დასაწყისი: 18:00 საათი
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა:
 ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სამუზეუმო ექსპონატების, ა(ა)იპ ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ხალხური რეწვის ოსტატთა და ხელოვანთა ნამუშევრებისა და ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვრების ნახატების გამოფენა;
 საბავშვო სივრცე:
სახეზე მოხატვა და სხვადასხვა სახის ბავშვთა გასართობი ღონისძიებები.
 საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ქართული ფოლკლორული ანსამბლი „ჩვენებურები“.