17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქოს და რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოების ორგანიზებით რუსთავში მსვლელობა გაიმართება.
მსვლელობა მეგობრობის 1 ნომრიდან დილის 9 საათზე დაიწყება და პარაკლისის გადახდის შემდეგ თბილისში გადაინაცვლებს.
აღსანიშნავია რომ თბილისში, ქაშუეთის ტაძართან წამსვლელთათვის ტრანსპორტი უზრუნველყოფილი იქნება.