2 მაისს, ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 მაისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კეშალო, კაპანახჩი, ილმაზლო, სართიჭალა და მიმდებარე სოფლებში;

11:50-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა, მზიანეთი, ნაგები და მიმდებარე სოფლებში;

12:05-დან 19:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში დიდი ლილო, ახალი სამგორი, ნასაგური, პატარა ლილო, ვარკეთილის მეურნეობა და მიმდებარე სოფლებში;

14:30-დან 17:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში კოდა, მუხათი, წინწყარო, ბორბალო და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.