23 მაისს, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 მაისს 10:30-დან
11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
მარნეულის რაიონის სოფლებში ალგეთი, ალგეთის მევენახეობა, ალგეთის
ღვინის ქარხანა, კაპანახჩი, ამბაროვკა და მიმდებარე სოფლებში;

10:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ლემშვენიერა,
ჯანდარა, ნაგები, მზიანეთი, თბილწყარო და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თეთრწყაროში და თეთრიწყაროს რაიონის
სოფლებში წინწყარო, ირაგა, სამშვილდე, გოლთეთი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში
სადახლო, აზიზქენდი, ზემო სარალი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კარათაკლია, აქთაკლია,
გაჩიანი, ფონიჭალა და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში აზოტის მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე
ობიექტებს;

14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფელ იმერაში.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.