28 მაისს, ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 მაისს 11:00-დან
12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
გარდაბნის რაიონის სოფლებში სიონის უბანი, სართიჭალა, მუღანლო,
ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებში;

11:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს
გარდაბნის რაიონის სოფლებში კრწანისი, ფონიჭალა, გამარჯვება, თელეთი და
მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის
სოფლებში სამება, განთიადი, ტბეთი, დაშბაში და მიმდებარე სოფლებში;
თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ასურეთი, ჯორჯიაშვილი, შავსაყდარი,
არხოტი და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.