9 მაისს, ქვემო ქართლის რეგიონში,მათ შორის რუსთავშიც ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 მაისს 14:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ფოლადაანთკარი, გამარჯვება, ველი, გაჩიანი, ყარაჯალარი, აღთაკლია და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე რუსთავში მეგობრობუს, რუსთაველის, 11-ე მიკრორაიონსა და მიმდებარე ქუჩებზე;

10 მაისს 10-დან 13 საათამდე აბონენტებს მარტყოფში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში დამია, ახლო ლალო, გეურარხი, კიროვკა, შულავერი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში კოსტავას, ტაბიძის, სამედ ვურგუნის და მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.