ირანის პრეზიდენტი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

ირანის პრეზიდენტი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა. ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი თავრიზისკენ მიემგზავრებოდა, გუშინ ჩამოვარდა.

ბორტზე სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. ავიაკატასტროფას ვერავინ გადაურჩა. დაღუპულთა ცხედრებს ახლა ქალაქ თავრიზში მიასვენებენ. ვერტმფრენის ჩამოვარდნის სავარაუდოდ მიზეზად უამინდობა სახელდება.

მწუხარება პრეზიდენტის გარდაცვალების გამო უკვე გამოთქვეს ინდოეთის, ერაყის, პაკისტანის, კატარის მთავრობების, ასევე „ჰამასისა“ და ჰუსიტების წარმომადგენლებმა.